ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

U16 | საქართველო 1:2 თურქეთი - მეორე ტესტ-მატჩი 27 თებერვალს გაიმართება

U16 | საქართველო 1:2 თურქეთი - მეორე ტესტ-მატჩი 27 თებერვალს გაიმართება

სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თურქეთს უმასპინძლა და მეტოქესთან პირველ ტესტ-მატჩში მინიმალური სხვაობით - 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-10-ე წუთზე, არი დემირბილეკმა გახსნა, აქედან მალევე, ჩვენი გუნდის კაპიტნის - ლუკა შერვაშიძის ეფექტური პასის შემდეგ, გიორგი გორგაძემ წონასწორობა აღადგინა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში კი ემირ ენე საიარმა 84 წუთზე, შორეული დარტყმით დააფიქსირა.
ალექსანდრე კობახიძის გუნდი, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, თურქეთის წინააღმდეგ შემდეგ ტესტ-მატჩს, 27 თებერვალს, ისევ 17:00 საათზე გამართავს.
nakrebi.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.