U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა, ბულგარეთში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე, მორიგი მატჩი კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა და ტურნირის ბოლო შეხვედრა - 2:1 მოიგო, რითიც ჩვენმა გუნდმა 7 ქულით ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
კოსოვოსთან შეხვედრაში, ანგარიში მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა - კროვ ანდიუმ გახსნა. მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრე ჩიქოვანმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის 73-ე წუთზე კი კოსოვოს მცველმა - პაკოლი არტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.
7 ქულით ბულგარეთში გამართულ უეფას განვითარების თასზე ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე 6 ქულით ბულგარეთი გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილები კი სამხრეთ აფრიკამ და კოსოვომ გაინაწილეს.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემოდგომაზე 17-წლამდე ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც 3-გუნდიან ჯგუფში - ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
NAKREBI.GE
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.