“TV Imedi, ოცნება, ნერვიულობთ, რომ ეს პედოფილი აღარ გეყოლებათ დამცველად?” – მეზვრიშვილი
პარტია „საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი, ნათია მეზვრიშვილი:
გაინტერესებთ ვინ არის ეს კაცი? რუსეთის აგენტი და „ოცნების“ მეგობარი, პედოფილი (განაჩენით დამტკიცებული). ტვიტერზე (და არამხოლოდ) მასშტაბურად ავრცელებს რუსულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას და რუსული კანონის დაცვაში ეხმარება „ოცნებას“. ინფორმაციას, რომ მის ბინაში ჩხრეკა FARA-ს დარღვევის გამო ჩატარდა, „იმედი“ ავრცელებს. კი, ეს არის FARA-ს არსი და მიზანი – ასეთი გავლენის აგენტები გამოავლინოს. „ოცნების“ რუსული კანონი არჩევნებზე დამკვირვებლებს და კრიტიკულ მედიას დევნის. TV Imedi
ქართული ოცნება / Georgian Dream
თქვენს თავთან ხომ არ მოდიხართ წინააღმდეგობაში? თუ ნერვიულობთ, რომ ეს რუსეთის აგენტი, პედოფილი აღარ გეყოლებათ დამცველად?

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.