“TV პირველის ოპერატორს უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული – ლაშას მისამართით იყო მუქარა” – ადვოკატი

ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ TV პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას უფლებები არ გააცნეს, ხოლო სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული.
მიგინეიშვილის თქმით, ადვოკატებმა ოპერატორი უკვე მოინახულეს.
“ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი! უფლებები არ გააცნეს. სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ. არ დაარეკვინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან. მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა. დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა. პ.ს. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ, რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები”, – წერს მიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანებმა გუშინ გაიტაცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან