არქივი25 იანვარი, 2025, 01:43
TV პალიტრანიუსი: ლოგოს უნებართვოდ გამოყენება არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ყველას ვთხვოთ, პატივი სცენ კანონს

"დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც გადაღებულია წელიწადნახევრის წინ დაბეჭდილი ბანერის ფონზე.
მაშინ „პალიტრანიუსი“ იყო ერთ-ერთი ღონისძიების მედიაპარტნიორი.
რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოიყენეს ძველი ბანერი.
მათ „პალიტრანიუსისთვის“ არ მოუმართავთ ლოგოს გამოყენების უფლების მოსაპოვებლად და არც თანამშრომლობის თხოვნით. შესაბამისად, ტელევიზია ამ ღონისძიების პარტნიორი არ არის.
ლოგოს უნებართვოდ გამოყენება არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ყველას ვთხვოთ, პატივი სცენ კანონს," - განცხადებას TV პალიტრანიუსი ავრცელებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.
