არქივი16 სექტემბერი, 2024, 18:55
Turkish Airlines-მა 2024 წელს 57,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა

Turkish Airlines-მა 2024 წელს 57,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა
თურქეთის ეროვნულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) მიმდინარე წლის დასაწყისიდან 57,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. მიმდინარე მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.
THY-ის ფლოტში თვითმფრინავების რაოდენობა აგვისტოს ბოლოს 462 იყო.
მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში თურქეთის ავიაციის ფლაგმანმა 8,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.
ავიანიუსი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.