არქივი28 აპრილი 2025, 22:05
Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა

გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის გამოკითხვაში თბილისი ევროპის 14 ულამაზეს დედაქალაქს შორის მოხვდა. Travelbook-მა სოციალურ ქსელებში: Facebook და Instagram 200 ათასზე მეტ გამომწერს შეკითხვით მიმართა - ევროპის 47 დედაქალაქიდან სად ისურვებდა მოგზაურობას და რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი.
Travelbook-ის გამოკითხვის მონაწილეებმა შემდეგი დედაქალაქები აირჩიეს: თბილისი, რომი, ვენა, ლისაბონი, პარიზი, პრაღა, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ლონდონი, ამსტერდამი, ტალინი, ვალეტა, მადრიდი და ათენი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.