არქივი8 იანვარი 2025, 22:08
Toyota ტრამპის ინაუგურაციისთვის 1 მილიონ დოლარს შესწირავს

Toyota Motor-ი 1 მილიონ დოლარს სწირავს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, წერს Reuters.
ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფები მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე, გავლენას მოახდენს ბევრ ავტომწარმოებელზე ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის Toyota-ზე, რომელიც აწარმოებს Toyota Tacoma-ს პიკაპს მექსიკაში.
აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ასევე მიზნად ისახავს ჯო ბაიდენის ბევრი პოლიტიკის გადახედვას ელექტრო მანქანებისა და გამონაბოლქვის შესახებ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.