ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TOP 10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

TOP 10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასმა, რასაც საქსტატი ინფლაციის გაანგარიშებისას ითვლის, საშუალოდ 5.5%-ით მოიმატა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორებმა: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასი გაიზარდა 14%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასის მატებაა 8.3%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 4.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები:

  1. წიწაკა: +58%;
  2. საზამთრო: +56%;
  3. გაზეთი: +41%;
  4. დიზელის საწვავი: 36%;
  5. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი: 35%;
  6. მსხალი: 35%;
  7. კიტრი: +35%;
  8. ქალის ზამთრის ფეხსაცმელი: +31%;
  9. ქალის ფეხსაცმლის შეკეთება: +30% ;
  10. ხახვი: +30%;

ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები:

  1. ნიორი: -31.6%;
  2. მანდარინი: -31%;
  3. ინტერნეტის გადასახდელი: -22%;
  4. ფორთოხალი: -21%;
  5. ლიმონი: -21%;
  6. კარტოფილი: -18%;
  7. კივი: -18% ;
  8. ტელევიზორი: -17%;
  9. მაცივარი: -17.11%;
  10. სარეცხი მანქანა: -15%
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.