ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TKT.ge შეფერხებით მუშაობს - საქართველო-ლუქსემბურგის ბილეთების გაყიდვა ვერ დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე", გამართავს.
წინასწარ დაანონსებული იყო, რომ ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ონლაინრეჟიმში, დღეს, 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყებოდა TKT.ge-ზე, თუმცა ამ დროისთვის ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს და ბილეთების ყიდვა შეუძლებელია.
„მაღალი მოთხოვნის გამო ვებგვერდი დროებით მიუწვდომელია", - წერია TKT.ge-ზე.
ლუქსემბურგთან მატჩს გამოტოვებს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მიღებული ბარათები (კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩში მიიღო მესამე გაფრთხილება) გავლენას მოახდენდა პლეი ოფზე, რომელზეც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შედეგად მოხვდა.
ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო პლეი ოფის ფინალური მატჩში საბერძნეთს 26 მარტს „დინამო არენაზე" შეხვდება. გამარჯვებული ეროვნული ნაკრები გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ინფორმაცია განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.