TI: ხელისუფლება დასავლეთისგან მიღებულ 5.7 მლრდ ლარს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იყენებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლება დასავლური ქვეყნებისგან მიღებულ 5.7 მილიარდი ლარის დაფინანსებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის იყენებს. TI-ს ცნობით, რუსული კანონით საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს და მათგან მინიჭებულ დაფინანსებას, სხვადასხვა პროექტისთვის ხარჯავს.
გთავაზობთ დონორების, მათ მიერ გაცემული დაფინანსებისა და პროექტების სრულ სიას:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტები:
· ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა - 472 მლნ ლარი
· თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - 196 მლნ ლარი
· 100-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია - 99 მლნ ლარი
· ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი - 95 მლნ ლარი
· ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო - ლაჯანური - 88 მლნ ლარი
· აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - 42 მლნ ლარი
· თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 226 ავტობუსის შეძენა - 32 მლნ ლარი
· ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი - 17 მლნ ლარი
· თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი - 14 მლნ ლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტები:
· რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა - 579 მლნ ლარი
· ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა - 380 მლნ ლარი
· ქუთაისის წყალარინების (კანალიზაცია) პროექტი - 321 მლნ ლარი
· ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა - 280 მლნ ლარი
· ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა - 135 მლნ ლარი
· ავტობანის ოსიაური-რიკოთი მონაკვეთის მშენებლობა - 120 მლნ ლარი
· ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია - 31 მლნ ლარი
· ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა - 22 მლნ ლარი
· გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა - 20 მლნ ლარი
ევროკავშირის პროექტები:
· ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება - 270 მლნ ლარი
· აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა - 118 მლნ ლარი
· ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი - 117 მლნ ლარი
· თბილისის 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია (E5P) - 39 მლნ ლარი
· გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება - 35 მლნ ლარი
· მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P) - 22 მლნ ლარი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, სახელმწიფო ბანკი) პროექტები:
· იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - 322 მლნ ლარი
· ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიაცია - 158 მლნ ლარი
· საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება - 150 მლნ ლარი
· საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება - 130 მლნ ლარი
· ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება - 123 მლნ ლარი
· მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა კახეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 71 მლნ ლარი
· კახეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება - 26 მლნ ლარი
მსოფლიო ბანკის (ძირითადი დონორები აშშ, ევროკავშირი, იაპონია) პროექტები:
· ავტობანის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა - 230 მლნ ლარი
· 60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა - 131 მლნ ლარი
· ელექტროგადამცემი ხაზი ჯვარი-წყალტუბო - 61 მლნ ლარი
· მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 35 მლნ ლარი
· გარდაბნის, დმანისის, თიანეთის, სიღნაღის და ადიგენის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების და გზების რეაბილიტაცია - 20 მლნ ლარი
აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) პროექტები:
· რეგიონებში საბავშვო ბაღების, სპორტული და ახალგაზდულო ცენტრების მშენებლობა -რეაბილიტაცია - 159 მლნ ლარი
· ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა - 110 მლნ ლარი
· ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 95 მლნ ლარი
· წყალმომარაგების გაუმჯობესება გუდაურში, მარნეულში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში - 81 მლნ ლარი
· ახალი შუქნიშნების შეძება თბილისისთვის, მეტროს იერსახის გაუმჯობესება - 80 მლნ ლარი
· ქვემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის მოდერნიზება - 52 მლნ ლარი
· ავტობანის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა - 40 მლნ ლარი
· რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 35 მლნ ლარი
· ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა - 25 მლნ ლარი
· ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა - 18 მლნ ლარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.