ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TI: ქართული ოცნება გამოხატვის თავისუფლების გაუქმების დიქტატორულ წესებს განიხილავს

TI: ქართული ოცნება გამოხატვის თავისუფლების გაუქმების დიქტატორულ წესებს განიხილავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ეხმაურება ქართული ოცნების ახალ დრაკონულ კანონს და ამბობს, რომ ისინი საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს.
მათი განცხადებით, კანონპროექტები, რომლის მიღებასაც აპირებს ქართული ოცნება, ადამიანის უფლებებზე პირდაპირი თავდასხმაა.
TI-ს თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობაა, გააუქმოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვით, რეჟიმი ცდილობს გაამკაცროს რეპრესიები საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ.
"ქართული ოცნების პარლამენტმა 3 თებერვალს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისაკენ მიმართული დიქტატორული წესების განხილვა დაიწყო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ძირითად უფლებებს. აღნიშნული ცვლილებები პირველი არაა მას შემდეგ, რაც საქართველოში მაშტაბური და პერმანენტული აქციები დაიწყო. აქციების მონაწილეთა დარბევის, უკანონო დაკავებების, წამებისა და უკანონოდ გასამართლების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რამდენჯერმე შეცვალა კანონი, რითაც აქციების მონაწილეების რეპრესიები გაამკაცრა. აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზანი მიმდინარე აქციების ჩახშობა და ადამიანების დაშინებაა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.