ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TI: სულხან თამაზაშვილმა 2,887 კვ.მ მიწა თვითნებურად დაიკავა და საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა

TI: სულხან თამაზაშვილმა 2,887 კვ.მ მიწა თვითნებურად დაიკავა და საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მიმდებარედ, 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა და მასზე საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა – ამის შესახენ ინფორმაციას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ავცელებს.
ანგარიშის მიხედვით, თამაზაშვილი ასევე საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას ქონებრივ დეკლარაციაში რამდენიმე წლის განმავლობაში არ უთითებდა, მოგვიანებით კი, საკუთრების წილზეც არასწორი მონაცემები ჩაწერა.
თამაზაშვილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის საერთაშორისო სანქციების სიაში მოხვდა 2023 წელს, პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.