ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TI: სექტემბერში ოცნებას 124-მა პირმა ₾4.1 მილიონი შესწირა, ჭარბობენ სამშენებლო კომპანიები

TI: სექტემბერში ოცნებას 124-მა პირმა ₾4.1 მილიონი შესწირა, ჭარბობენ სამშენებლო კომპანიები

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოკვლევით, 2025 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა.
TI წერს, რომ ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებში სექტემბერში განსაკუთრებით ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების უმსხვილეს ტენდერებს იგებენ.
კერძოდ, TI აღნიშნავს, რომ ამ კომპანიებს ბოლო 10 წელიწადში 2.49 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული, ხოლო 2024-2025 წლებში — 581 მილიონის.
ორგანიზაციის თანახმად, ამ კომპანიებთან დაკავშირებულმა 12-მა შემომწირველმა ქართულ ოცნებას 570 000 ლარი შესწირა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.