ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Washington Post: ობამა მოკავშირეებთან საუბრისას ამბობს, რომ ბაიდენის შანსები შემცირდა და სერიოზულად უნდა განიხილოს კანდიდატურის საკითხი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ ბარაკ ობამამ პირადად გამოხატა შეშფოთება დემოკრატებთან ჯო ბაიდენის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ხოლო ნენსი პელოსიმ პირადად გააფრთხილა ბაიდენი, რომ დემოკრატებმა, შესაძლოა, დაკარგონ შანსი, გააკონტროლონ პალატა, თუ ის არ გამოეთიშება რბოლას.
„ვაშინგტონ პოსტის“ ანონიმური წყაროს ცნობით, ობამამ განუცხადა მოკავშირეებს, რომ ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სერიოზულად უნდა განიხილოს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობა.
გამოცემის ინფორმაციით, ობამა ამბობს, რომ გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი პოზიციებს კარგავს, ამის პარალელურად დონალდ ტრამპის ელექტორატი იზრდება, დონორები კი მოქმედ პრეზიდენტს ტოვებენ

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.