ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Wall Street Journal - უკრაინის არმიის წარმატება სუმის ოლქში რუსეთის შეტევის მთავარ პრობლემას წარმოადგენს

The Wall Street Journal - უკრაინის არმიის წარმატება სუმის ოლქში რუსეთის შეტევის მთავარ პრობლემას წარმოადგენს

უკრაინის არმიის წარმატება სუმის ოლქში რუსეთის შეტევის მთავარ პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის ზაფხულის შეტევა სუმის ოლქში შეაჩერეს, დაიბრუნეს ტერიტორიის ნაწილი, რაც მოსკოვის წარუმატებლობას ავლენს გადამწყვეტი საბრძოლო ოპერაციების წარმოებაში.
„შედეგად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას, მოლაპარაკებებზე ბრძოლის ველზე გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე ჩავა“, - წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ივლისის შუა რიცხვებიდან რუსეთმა თითქმის შეწყვიტა შეტევა ამ ტერიტორიაზე და ბოლო კვირების განმავლობაში, ოფიცრები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინამ 10-დან 15 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია და ორი სოფელი დაიბრუნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.