არქივი24 იანვარი, 2026, 13:34
The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით ნიდერლანდების ეროვნულმა ავიაკომპანიამ (KLM) ფრენები გააუქმა

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით ნიდერლანდების ეროვნულმა ავიაკომპანიამ (KLM) ფრენები გააუქმა. მათივე ცნობით, იგივე გადაწყვეტილება მოგვიანებით ფრანგულმა Air France-მაც მიიღო. ფრენები გაუქმებულია არა მხოლოდ თელ-ავივის, არამედ დუბაის და საუდის არაბეთის მიმართულებებზეც. შეზღუდვა ჯერჯერობით ორშაბათამდეა დაწესებული.
ღამის ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს Lufthansa Group-ს, რომელიც აერთიანებს კომპანიებს: Lufthansa-ს, SWISS-ს, Austrian Airlines-ს, Brussels Airlines-სა და Eurowings-ს. ისინი ღამით თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს მინიმუმ 2026 წლის 31 იანვრამდე არ შეასრულებენ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.