არქივი1 აგვისტო, 2024, 12:09
The Times - უკრაინამ ნიდერლანდებიდან F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი მიიღო
უკრაინამ F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი ნიდერლანდებიდან მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებიდან გამანადგურებლები უკვე უკრაინაში ჩავიდა და მალე რამდენიმე F-16-ს კიევი დანიიდანაც მიიღებს.
შეგახსენებთ, გუშინ, Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ F-16 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. გავრცელებული ინფორმაცია კიევს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.