The New York Times – აშშ-ის სენატმა 2026 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 500 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა 2026 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 500 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times ავრცელებს.
კერძოდ, აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ – სენატმა – 2026 წლისთვის 925 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერის ინიციატივისთვის 500 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტს 77-მა სენატორმა დაუჭირა მხარი (100-დან), ხოლო 20 წინააღმდეგ წავიდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა შესაძლოა, კონგრესის ქვედა პალატასთან – წარმომადგენელთა პალატასთან – რთული მოლაპარაკებები დაიწყოს, სადაც თავისი პროექტი დაამტკიცეს ბევრი კონსერვატიული დებულებით, რომლებსაც სენატში ერიდებიან.
სენატის კანონპროექტი ყველა თავდაცვით ხარჯს მოიცავს, ახალი წყალქვეშა ნავების წარმოებიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდასა და შესყიდვების პროცედურების კორექტირებამდე.
ამას გარდა, კანონპროექტი უკრაინის უსაფრთხოების ინიციატივის (Ukraine Security Assistance Initiative) 2028 წლამდე გახანგრძლივებას და შეთანხმებული დაფინანსების 500 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდას მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია