The Moscow Times – რუსულ სამხედრო ქარხნებში წარმოების შემცირება დაიწყო

რუსულ სამხედრო ქარხნებში წარმოების შემცირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური სააგენტო „როსსტატის” მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, რომელიც ბიუჯეტიდან ტრილიონობით ხარჯების წყალობით რუსეთის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი გახდა, მოულოდნელად წარმოების შემცირება დაიწყო.
„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული ინდუსტრიები ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად გადავიდნენ სტაგნაციისკენ ან წარმოების შემცირებისკენ იმის ფონზე, რომ ზედიზედ თითქმის სამი წელი ზრდის ორნიშნა ტემპებს აჩვენებდნენ.
„მზა ლითონის ნაკეთობების წარმოება”, რომელიც 2023 წელს 26.4%-ით, და 2024 წელს 31.6%-ით გაიზარდა, და მიმდინარე წლის აგვისტოში 21.2%-იან ზრდას აჩვენებდა, სექტემბერში მოულოდნელად მინუსში წავიდა – 1.6%-ით წლიდან წლამდე.
„სხვა სატრანსპორტო საშუალებების” წარმოებამ, რომლებშიც სტატისტიკა ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებსაც მოიაზრებს, ზრდა თითქმის 10-ჯერ შეამცირა – 61.2%-დან აგვისტოში, 6%-მდე სექტემბერში.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, სამხედრო წარმოების მონაცემები „შოკისმომგვრელად გამოიყურება”. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინდუსტრიებმა, რომლებიც აქამდე რუსეთის ეკონომიკის ზრდას უწყობდნენ ხელს, ამჯერად წარმოების ინდექსი შეამცირეს“, – წერს გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი