ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Hill: ჯონ თუნმა დაბლოკა MEGOBARI აქტის თავდაცვის აქტში შეტანა

The Hill: ჯონ თუნმა დაბლოკა MEGOBARI აქტის თავდაცვის აქტში შეტანა

The Hill-ის ინფორმაციით, სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა ჯონ თუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს უარი უთხრა, დაეჩქარებინა „მეგობარი აქტის“ მიღება.
ინფორმაციას ამერიკული გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, მედიის ინფორმაციით, ჯონსონს სურდა „მეგობარი აქტის“ ჩართვა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) — თავდაცვის ბიუჯეტის ყოველწლიურ კანონში, რომლის მიღებაც აუცილებელია.
The Hill-ის ცნობით, ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო სამი თვის განმავლობაში, როცა თუნმა დაბლოკა „მეგობარი აქტის“ NDAA-ში შეტანის ორპარტიული მოთხოვნა.
თუნისა და ჯონსონის ოფისებმა კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
რამდენიმე დღის წინ, „მეგობარი აქტის“ NDAA-ში შეტანა სენატორ მარკვეინ მალინის (რესპუბლიკელი ოკლაჰომიდან) თხოვნით დაიბლოკა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.