ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Guardian - საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 94 ადამიანი დააკავეს

The Guardian - საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 94 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 94 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
The Guardian-ის ცნობით, საფრანგეთში დღეს დილით დაწყებული საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების ფარგლებში პოლიციამ 94 ადამიანი დააკავა, მათ შორის 15 პარიზში.
ამასთან, ფრანგული მედიის ინფორმაციით, მარსელში გამართულ დემონსტრაციაში 15 000 ადამიანი მონაწილეობდა.
მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა ნანტსა და ლიონშიც.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთში მთავრობის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირების გამო პროფკავშირები გაიფიცნენ.
პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და საჯარო სერვისებისთვის დაფინანსების გაზრდას, მდიდრებზე მაღალი გადასახადების დაწესებასა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის არაპოპულარული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.