არქივი19 აპრილი, 2025, 13:07
The Guardian - კონგოში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-ი ავრცელებს.
The Guardian-ის ინფორმაციით, მდინარე კონგოში ხის ნავს, რომელზედაც 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა და გადაბრუნდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა ერთ-ერთი მგზავრი ნავზე საჭმელს ამზადებდა.
გადარჩენილთაგან უმეტესობას მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.