The Guardian – იტალიაში მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი გაიფიცა

იტალიაში მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი გაიფიცა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
იტალიის ყველაზე დიდი პროფკავშირების, შრომის საყოველთაო კონფედერაციის (CGIL) მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების დროს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
ეროვნული გაფიცვის შედეგად იტალიაში მატარებლების, სკოლებისა და სხვა საჯარო სერვისების მუშაობა შეფერხდა.
CGIL-ის ცნობით, გაფიცვას საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულების 61% შეუერთდა, ხოლო იტალიის მასშტაბით დემონსტრაციებში მონაწილეობა 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
პროფკავშირები ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ თავდაცვის ხარჯების ზრდას აპროტესტებს და პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მთავრობას ხელფასებისა და პენსიების ზრდის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა