ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Tesla ჩინეთში 1,6 მლნ-ზე მეტ ელექტრო მანქანას უკან იწვევს

ამერიკული Tesla ჩინეთში 1,6 მილიონზე მეტ ელექტრო მანქანას პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების გამო უკან იწვევს. ამის შესახებ AFP ქვეყნის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოწვევა განხორციელდება დისტანციური პროგრამული განახლების გზით და შეეხება 2014-2023 წლებში წარმოებულ მანქანებს, კერძოდ, ჩინური წარმოების Model 3-ს და Model Y-ს, ასევე იმპორტირებული Model S-ს, Model X-ს და Model 3-ს.
გამოვლენილი პრობლემები დაკავშირებულია მძღოლის დახმარების სისტემასთან და ზრდის შეჯახების რისკს, აღნიშნავს SAMR. ასევე, 7,5 ათას იმპორტირებულ „ტესლას“ აქვს კარების საკეტის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა.
დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტესლა კარებთან შესაძლო პრობლემების გამო 120 ათასზე მეტ მანქანას უკან იწვევდა. ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ავტოპილოტთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2 მილიონზე მეტ ელექტრო მანქანას იწვევდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.