ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TESLA-ს ავტომობილებში ხელოვნური ინტელექტი Grok-ი ჩაშენდება - რას ნიშნავს ეს

TESLA-ს ავტომობილებში ხელოვნური ინტელექტი Grok-ი ჩაშენდება - რას ნიშნავს ეს

ილონ მასკის განცხადებით, Tesla-ს ავტომობილებში xAI-ის ხელოვნური ინტელექტი, Grok-ი ჩაშენდება. ანუ, საავტომობილო OS-ებს კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.
ზოგადად ავტომობილში AI-ის გამოყენება არახალია, მაგრამ აქამდე ხელოვნური ინტელექტი ავტომობილის მხოლოდ ერთ-ერთ ფუნქცია იყო და არა ავტომობილის საყრდენი, როგორც, ეს, სავარაუდოდ, Tesla-ში იქნება.
xAI-ის ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, ხმოვანი ასისტენტის როლს მოირგებს, რაც ნიშნავს, რომ მძღოლი საკუთარ ავტომობილთან საუბარს შეძლებს.
ელექტრომობილებში AI-ის გაშვების კონკრეტული თარიღი ჯერ არ კონკრეტდება, თუმცა, მასკის განმარტებით, პროგრამულ განახლებას ავტომობილის მფლობელები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს მიიღებენ.
ეს მილიარდერის პორტფელური კომპანიების ინტეგრაციის კიდევ ერთი მაგალითია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.