ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Tesla-ს ავტომობილების მიწოდება მეორე კვარტალში, წლიურად, 4,8%-ით შემცირდა

Tesla-მ გამოაქვეყნა ავტომობილების წარმოებისა და მიწოდების მონაცემები 2024 წლის მეორე კვარტალში.
შესაბამისად, კომპანიამ წლის მეორე კვარტალში 410 ათას 831 ავტომობილი გამოუშვა.
Tesla-ს მიერ მიწოდებული მანქანების რაოდენობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წლიურ დონეზე 4,8%-ით შემცირდა და 443 ათას 956 შეადგინა.
ბაზრის მოლოდინი იყო, რომ კომპანია ამ პერიოდში 439 ათას მანქანას მიაწოდებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Tesla-მ 466 ათას 140 მანქანა მიაწოდა ბაზარს.
Tesla-ს ავტომობილების მიწოდება შემცირდა 8,5%-ით წლის პირველ კვარტალში, რაც პირველი კლებაა ყოველწლიურად 2020 წლის შემდეგ.
წარმოებისა და მიწოდების მონაცემების გაზიარების შემდეგ კომპანიის აქციებმა თითქმის 10% მოიპოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.