Tesla მასკს $1 ტრილიონს გადაუხდის, თუ ის მომდევნო 10 წელი კომპანიას უხელმძღვანელებს

Tesla Inc კომპანიის გენერალური დირექტორის, ილონ მასკისთვის ახალი კომპენსაციური პაკეტის შეთავაზებას გეგმავს, რომლის პოტენციური ღირებულება დაახლოებით $1 ტრილიონი არის. Bloomberg-ის ცნობით, ეს ამერიკული კორპორაციების ისტორიაში უდიდესი თანხაა.
ახალი შეთავაზების მიზანი მასკის Tesla-ში დიდხანს შენარჩუნებაა. შეთანხმების მიხედვით, მასკმა 10 წლის განმავლობაში უნდა მიაღწიოს რამდენიმე ამბიციურ მიზანს, რათა სრული კომპენსაცია მიიღოს. მათ შორის მთავარი მოთხოვნა რობოტაქსის სერვისის განვითარება და კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაციის ზრდა 1 ტრილიონიდან მინიმუმ 8,5 ტრილიონამდე.
წარმატებული შესრულების შემთხვევაში, მასკის წილი კომპანიაში 25%-მდე გაიზრდება.
ფინანსური პაკეტი და გაფართოებული კონტროლი კომპანიის მხრიდან წარმოადგენენ ახალ მცდელობას ილონ მასკის ყურადღების მისაქცევად შემდეგ, რაც დელავერის სასამართლომ უარი თქვა მასზე წინა $50-მილიარდიან გარიგებაზე. Tesla, მიუხედავად სააპელაციო მცდელობებისა, აქტიურად ეძებს ალტერნატიულ კომპენსაციის გზებს, მათ შორის აგვისტოში მას დროებითი აქციები გადაეცა, რომლის ღირებულება $30 მილიარდს აღწევდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო