ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Tesla ახალ ავტომობილებში შესაძლოა Apple Carplay დაემატოს

Tesla ახალ ავტომობილებში შესაძლოა Apple Carplay დაემატოს

ამერიკული ავტომწარმოებელი, Tesla Inc. თავის ახალ საავტომობილო მოდელებში Apple Carplay-ის დამატებას აპირებს.
კომპანიამ სისტემის ქარხნული ჩაშენება და გატესტვა უკვე დაიწყო.
მართალია, ეს ეწინააღმდეგება კომპანიის ამჟამინდელ პოლიტიკას, რომელიც ავტომობილებში მხოლოდ შიდა წარმოების სისტემების გამოყენებას გულისხმობს, თუმცა, კომპანიამ შესაძლოა ეს ნაბიჯი მომხმარებლის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადადგას, რადგან პოტენციური მყიდველების გამოკითხვით, მწარმოებლის პროდუქტის არ შეძენის მიზეზად სწორედ აღნიშნული სისტემის უქონლობა სახელდება. საქმე ისაა, რომ Apple-ის მიერ წარმოებული სისტემის ჩაშენებას Tesla-ის მომხმარებლები დიდი ხანია რაც ითხოვენ. ასევე საგულისხმოა,რომ
Apple Carplay-ზე გადასვლის მთავარი მიზანი ავტომობილების გაყიდვების გაზრდაა.
შეგახსენებთ, ილონ მასკი Apple-ს ელექტრო ავტომობილების ბაზარზე პოტენციურ კონკურენტად განიხილავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.