TelAgri „სტარტაპების მსოფლიო თასის“ რეგიონული გამარჯვებული გახდა
ქართული აგრიტექ სტარტაპი TelAgri „სტარტაპების მსოფლიო თასის“ რეგიონული გამარჯვებული გახდა.
„საქართველოს სტარტაპ სამიტი“ და „სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრება“, 20-21 აგვისტოს, ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაზე აჭარის დედაქალაქმა მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ვენჩურული და ანგელოზი ინვესტორები, სტარტაპერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები გააერთიანა.
“სტარტაპების მსოფლიო თასის” შეჯიბრებაში თორმეტი ქართული სტარტაპი მონაწილეობდა, მათ შორის, TelAgri, რომელმაც სილიკონ ველის საგზური მოიპოვა. ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებული სტარტაპის დამფუძნებლები ოქტომბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც "სტარტაპების მსოფლიო თასზე” საქართველოს წარადგენენ. კომპანია შეხვედრებს გამართავს გლობალური კორპორაციების ხელმძღვანელებთან და $1-მილიონიანი ინვესტიციისთვის იბრძოლებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.