ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TASS: რუსეთში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ტაგილში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც TASS ოპერატიულ სამსახურზე დაყრდნობით წერს, შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის 5 - ბავშვი.

„სულ დაღუპულია ათი ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც რუსულ მედიაში იწერება, ნგრევა შესაძლოა გაზის აღჭურვილობის გაუმართაობამ ან მისი ექსპლუატაციის წესის დარღვევას გამოეწვია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სვერდლოვსკის ოლქის პროკურატურამ უნდა დაადგინოს, როდის შემოწმდა შენობაში არსებული აღჭურვილობა ბოლოს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.