ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TASS-ი - რუსეთში, ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შემდეგ, წყალდიდობის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შემდეგ, წყალდიდობის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს: ორი ქუჩაში და ერთი სახლში. ამ უკანასკნელმა პარასკევს საღამოს ევაკუაციაზე უარი განაცხადა“, - წერს TASS-ი.
TASS-ის ცნობით, ორსკში 2400-ზე მეტი სახლი დაიტბორა და 711 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.