პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Synchron ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება

Synchron ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება
Synchron Inc ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-ს განუცხადა, Synchron Inc, ილონ მასკის Neuralink ტვინის იმპლანტის სტარტაპის კონკურენტი, ემზადება პაციენტების დასაქირავებლად ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდისთვის, რომელიც საჭიროა მისი მოწყობილობის კომერციული ნებართვის მისაღებად.
Synchron-მა ორშაბათს გამოუშვა ონლაინ რეესტრი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტესტირებაში გაწევრიანებით, რომელიც მოიცავს ათობით მონაწილეს. აღნიშნული ფაქტით 120-მდე კლინიკური ცენტრი დაინტერესდა.
Synchron-მა აშშ-ს ავტორიზაცია წინასწარი ტესტირებისთვის 2021 წლის ივლისში მიიღო და თავისი მოწყობილობა ექვს პაციენტს ჩაუნერგა. კომპანიის განცხადებით, ტესტირებამ არ აჩვენა სერიოზული გვერდითი მოვლენები.
გამოცემის ცნობით, ნიუ-იორკში დაფუძნებული Synchron უფრო შორს არის ტვინის იმპლანტის ტესტირების პროცესში, ვიდრე Neuralink.
ორივე კომპანია, მიზნად ისახავს დაეხმაროს პარალიზებულ პაციენტებს აზრის მოქმედებად გადაქცევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.