ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

SWIFT-დან 13 რუსული ბანკის გათიშვა, 8 მედიასაშუალების სამაუწყებლო ლიცენზიის შეწყვეტა, ალუმინის იმპორტის აკრძალვა... - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავისთვის იყო შემუშავებული.
სანქციები მოიცავს პირველადი ალუმინის იმპორტის აკრძალვას. დიპლომატების ცნობით, ამასთან ერთად, ევროკავშირი შავ სიაში შეიყვანს 73 გემს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში არიან. ამრიგად, გემების საერთო რაოდენობა 153-მდე გაიზრდება. სანქციების თანახმად, მათ ეკრძალებათ ევროკავშირის პორტებში შესვლა და ევროკავშირის სერვისებით სარგებლობა. ასევე, შესაძლებელი გახდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების მფლობელებისა და ოპერატორების, მათ შორის კაპიტნების შავ სიაში შეყვანაც.
გარდა ამისა, ახალი სანქციები SWIFT-ის ელექტრონული სისტემიდან გათიშავს 13 რუსულ ბანკს და აჩერებს რვა რუსული მედიასაშუალების სამაუწყებლო ლიცენზიებს.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ მე-16 პაკეტის ფარგლებში აკრძალვა შეიძლება შეეხოს ასევე რუსეთში PlayStation-ისა და Xbox-ის სათამაშო კონსოლების იმპორტსაც. როგორც მედია იუწყება, ფორმალურად, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მე-16 პაკეტს, სავარაუდოდ, 23 თებერვალს დაამტკიცებენ, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.