პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

STEM საზოგადოების ორგანიზებით 11 დეკემბერს, 17:00-ზე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

STEM საზოგადოების ორგანიზებით 11 დეკემბერს, 17:00-ზე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

"ქართული ოცნების" არაკონსტიტუციურ ქმედებებსა და მოქალაქეების მიმართ ძალადობას სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ადამიანებიც აპროტესტებენ — როგორც მეცნიერები, ასევე ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.
11 დეკემბერს, 17:00-ზე, STEM საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. მონაწილეები განათლების სამინისტროს შენობიდან (დიმიტრი უზნაძის N52) დაიძვრებიან პარლამენტის მიმართულებით.
STEM საზოგადოების ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, რომ "აქცია-მსვლელობა სრულად იზიარებს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს".
თავად მოთხოვნები შემდეგნაირია:
· მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას!
· მოვითხოვთ რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას;
· ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ;
· ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფას, მათ შორის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.
ორგანიზატორები სფეროში მომუშავე ადამიანებს აქცია-მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ:
"მოგმართავთ ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს".
თუ გსურთ, თანამოაზრეებს შეუერთდეთ, აქცია-მსვლელობაზე მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ.

არქივის შესახებპირველწყარო: on.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.