STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – „საქართველოს ბანკი“, განათლების მთავარი მხარდამჭერი

„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადა სულ მალე დაიწყება. ხოლო იმისთვის, რომ 2025-2026 წლის ოლიმპიადის მონაწილეებმა უკეთ გაართვან თავი ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს, მოსწავლეებთან წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები იმართება.
კონსულტაციის ფარგლებში:
· მოსწავლეებიგაეცნობიანოლიმპიადისამოცანებისსტრუქტურას;
· შეისწავლიანამოხსნისმეთოდებს;
· გაიგებენ, როგორგამოიყენონლოგიკადაანალიტიკურიაზროვნებაამოცანებისეფექტურადამოსახსნელად.
კონსულტაციებს ჩაატარებენ კომაროვის ფიზიკის და მათემატიკის საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელები.
პირველი საკონსულტაციო შეხვედრები 27 დეკემბერს ფიზიკაში, 28 დეკემბერს კი მათემატიკაში გაიმართება.
ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
ოლიმპიადა სამ ტურად იმართება: ონლაინ ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. ტესტირების შედეგად ონლაინ ტურში მონაწილე სკოლების 50% გადადის პირველ ტურში. პირველი ტური უკვე ფიზიკურ ფორმატში ტარდება, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ვლინდება, რომლებიც ფინალურ ტურში ასპარეზობენ.
ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM დავალებების ამოხსნაზე.
ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის STEM მიმართულების სპეციალისტები უძღვებიან.
„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
„საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო