არქივი23 დეკემბერი, 2024, 09:38
Stellantis-მა ელექტრო პიკაპ Ram–ის გაყიდვების დაწყება ისევ გადადო

Stellantis-მა გადადო 2026 წლისთვის ელექტრო პიკაპის – Ram-ის გაყიდვების დაწყება და გეგმავს ჯერ ჰიბრიდული Ramcharger-ის გამოშვებას, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
ადრე იგეგმებოდა, რომ ელექტრო პიკაპი გაყიდვაში 2025 წლის პირველ ნახევარში გამოვა.
კომპანია ამ გადაწყვეტილებას ელექტრო პიკაპებზე მოსალოდნელზე სუსტ მოთხოვნას და ახალი ჰიბრიდული მოდელის მიმართ ინტერესის გაზრდას უკავშირებს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.