ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Starlink-ის მუშაობის შეფერხებამ პრობლემა შეუქმნა უკრაინის თავდაცვის ძალებსაც

Starlink-ის მუშაობის შეფერხებამ პრობლემა შეუქმნა უკრაინის თავდაცვის ძალებსაც

კომპანია SpaceX-ის თანამგზავრულ ინტერნეტ-სისტემა Starlink-ს პრობლემა შეექმნა. 24 ივლისს, ღამით შეფერხების შესახებ იუწყებოდნენ ამ სისტემის მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან.
SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა გლობალური შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადა. გვიან ღამით მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კავშირი უახლოეს ხანში აღდგება და კომპანია გამოასწორებს ძირეულ მიზეზს, რათა მსგავსი რამ აღარ გამეორდეს. მასკს შეფერხების მიზეზი არ დაუსახელებია.
მოგვიანებით Starlink-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ნიკოლსმა გამოაცხადა, რომ შიდა პროგრამული სერვისების გაჩერებით გამოწვეული შეფერხება დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა და სისტემის მუშაობა ძირითადად, აღდგენილია.
Starlink-ის მუშაობის შეფერხებამ პრობლემა შეუქმნა უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალებს. ამის შესახებ გვიან ღამით სოციალურ ქსელებში წერდა ამ ძალების სარდალი რობერტ ბროვდი. მისი ინფორმაციით, შეფერხება 150 წუთს გაგრძელდა, რაც ომის პირობებში დიდი დროა და კავშირის დივერსიფიკაციის საჭიროებაზე მიუთითებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.