Spiegel – გერმანიის ელჩის გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაციაა

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერს გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაციაა, – ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მისი გაძევება საჯაროდ განიხილეს.
Spiegel-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ფიშერმა საქართველოს მთავრობის ავტორიტარული სტილი საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა. ამასთან, დიპლომატს პრობლემები შეექმნა ოპოზიციური ფიგურების სასამართლო სხდომებზე დასწრების გამო. თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ფიშერი მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახლის დაქირავების შემდეგ.
გამოცემა წერს, რომ ფიშერი არ არის ევროკავშირის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობას უთანხმოება აქვს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული კვირის ხუთშაბათს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დააჯარიმა მას შემდეგ, რაც მან მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ