Spiegel – გერმანია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს და უნგრეთის მიერ დაბლოკვის შემთხვევაში “გეგმა B”-ზე მუშაობს

გერმანია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს და უნგრეთის მიერ დაბლოკვის შემთხვევაში “გეგმა B”-ზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანულ გამოცემა Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების თანახმად, კერძოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების შემოღებაზე მუშაობს.
მედია წერს, რომ შესაბამისი ინიციატივა 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება გაჟღერებული.
წყაროების ცნობით, ინიციატივას ევროკავშირის დონეზე თავის კოლეგებთან გერმანიის ევროპის მინისტრი, ანა ლუჰრმანი წარადგენს.
გამოცემის წყაროების თანახმად, იგეგმება “მსურველთა კოალიციის” ჩამოყალიბება. სანქციების შემოღება კი ინდივიდუალურ დონეზე იგეგმება, კონკრეტული წარმომადგენლების წინააღმდეგ.
მაგალითად მოყვანილია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები.
წყაროების ცნობით, გერმანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სანქციები საქართველოს მოსახლეობას არ შეეხოს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის გარეშე მოქმედების გეგმა “ვეიმარის სამკუთხედის” ფარგლებში გერმანიის ევროპის მინისტრმა ანა ლუჰრმანმა, პოლონეთის ევროპის მინისტრმა ადამ შლაპკამ და საფრანგეთის ევროპის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს