SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს

SpaceX-მა დაიწყო ელექტრონული წერილების გაგზავნა 3 ქვეყანაში – სუდანში, ზიმბაბვე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ნათქვამია, რომ Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა მიმდინარე თვის ბოლოს შეიზღუდება
ასე რომ, SpaceX-ს იბრძვის, რომ იმ არაავტორიზებულ ქვეყნებს გაუთიშოს Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა, რომელთა რეგულატორებმაც Starlink-ის ინტერნეტის ოპერირების ნებართვა არ გასცეს.
Starlink ოფიციალურად დაშვებულია 72 ქვეყანაში და რეგიონებში, მათ შორისაა საქართველო. SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდება 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. STARLINK-ი სოციალურ გვერდზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის ყოველთვიური ღირებულება 160 ლარი იქნება. შესაბამისი აპარატურა 1780 ლარი ღირს, ხოლო ტრანსპორტირება 235 ლარი. რაც შეეხება ბიზნესისთვის ინტერნეტის ფასს, აპარატი 8 321 ლარი ღირს, მომსახურების საფასური თვეში 708 ლარიდან იწყება. პაკეტი განკუთვნილია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, სადაც 5-10 ადამიანი მუშაობს