ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

SOS! – ოთხთა ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია

SOS! – ოთხთა ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია

X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა – ოთხთა ეკლესია, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, უმძიმეს მდგომარეობაშია.

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:

“ჩვენს თვალსა და ხელს შუა ინგრევა ტაოში მდებარე ოთხთას ტაძარი. წვიმა ჩამოდის ზემოდან. ეს ნიშნავს, რომ სახურავი ინგრევა. ამას კი მთელი ტაძრის ნგრევა მოჰყვება. ყოველთვე მატულობს სველი იატაკის ფართობი, რაც სახურავის მზარდ დაზიანებაზე მიუთითებს. რთული საკითხია ტაო-კლარჯეთის ტაძრების აღდგენა, მაგრამ შესაძლებელია. ოთხთა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია, არ უნდა დაინგრეს. სასწრაფოდ უნდა აღდგეს.”

არქივის შესახებპირველწყარო: artinfo.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.