SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.
1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.
ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.