ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Socar, მინა, ხედი... - TOP-10 კომპანია, რომლებშიც I კვარტალში FDI ჩაიდო

Socar, მინა, ხედი... - TOP-10 კომპანია, რომლებშიც I კვარტალში FDI ჩაიდო

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 7.7%-ით 179.4 მლნ დოლარამდე შემცირდა. აქედან 150 მლნ დოლარი რეინვესტიციაა, რაც მთლიან FDI-ში 83.6%-ს იკავებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, FDI-ის კლება სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით იყო განპირობებული. 2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია.
BM.GE-მ საქსტატიდან TOP-10 კომპანია გამოითხოვა, რომლებშიც იანვარ-აპრილში FDI-ის სახით ყველაზე მეტი თანხა ჩაიდო. მოწოდებული ინფორმაციით, უმსხვილესი ინვესტორი კომპანიებიდან 3 ენერგეტიკის სექტორში ოპერირებს, 2 - დამმუშავებელ მრეწველობაში, 1 - ინფორმაციასა და კომუნიკაციაში, 1 - უძრავ ქონებაში, ერთი ტურიზმში [სტუმარმასპინძლობაში], ერთი კი ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში. ჩამონათვალში ვხვდებით ახალ კომპანიებსაც, მაგალითისთვის "ატლას ჰოლდინგსი", "რივერსაიდ ინვესტი", "ხედი".
წლის პირველ მეოთხედში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 83.6% შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი - 52.3 მლნ. აშშ დოლარით (29.2%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ. აშშ დოლარით (15.3%).
2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7%-ს შეადგენს.
2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე აშშ-ია 39.6 მლნ. აშშ დოლარით (22.1%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 28.1 მლნ. აშშ დოლარით (15.7%).

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.