Sky News - უკრაინა აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის

უკრაინა აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეთანხმება ხელმოსაწერად ჯერ მზად არ არის, მთელი რიგი პრობლემური საკითხებია და პროექტის ამჟამინდელი ფორმით მისაღებად პრეზიდენტი მზად არ არის“, - განუცხადა გამოცემას უკრაინულმა წყარომ.
წყაროს ცნობით, „დღეს, პროექტი შეთანხმებაში პარტნიორობას არ ასახავს და უკრაინის მხრიდან მხოლოდ ცალმხრივ ვალდებულებებს შეიცავს“.
ცნობისთვის, მანამდე The Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.