ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Sky News - დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი, ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს

Sky News - დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი, ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს

დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა, ენდრიუ ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის ძმა და ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

„დღეს დავაკავეთ 60 წელს გადაცილებული ასაკის მამაკაცი ნორფოლკიდან. იგი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ გავასაჯაროებთ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

გამოცემის ინფორმაციით, ნორფოლკში მდებარე სანდრინგემის მამულში, სადაც ენდრიუ უინძორის სასახლის დატოვების შემდეგ ცხოვრობს, ჩხრეკა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს. დიდი ბრიტანეთის პოლიცია ენდრიუს მიერ ჯეფრი ეპშტეინისთვის კონფიდენციალური მასალების გაზიარების საქმეს იძიებს. თავად ენდრიუ კი ბრალდებებს უარყოფს. გამოძიებისა და სკანდალის ფონზე ენდრიუ მაუნტბატენ უინძორმა გასული წლის ოქტომბერში „პრინცის“ ტიტული დაკარგა და უინძორის სასახლე დატოვა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.