SJC: “ოჯახების დაცვის” მიზნით მიღებული კანონებით, “ოცნება” ცდილობს მიჩქმალოს ოჯახების რეალური გამოწვევები

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (SJC) შეფასებით, საქართველოში ოჯახების მთავარი გამოწვევებია სიღარიბე, მიგრაცია, ეკონომიკური უთანასწორობა და ა.შ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მიზნით, “ქართული ოცნება” იღებს დისკრიმინაციულ და არადემოკრატიულ კანონებს, რომლებიც არარსებულ პრობლემებს “ებრძვის”.
მათ შორისაა, გასულ წელს, ოჯახებისა და არასრულწლოვანების დაცვის საბაბით მიღებული კანონი, რომელიც, სინამდვილეში ზღუდავს ადამიანის უფლებებს და აწესებს ცენზურას.
“ყველასთვის ნათელია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოპულისტური “ოჯახებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” ლოზუნგი ფარისევლური შინაარსისაა. ის უსირცხვილოდ ნიღბავს იმ მძიმე რეალობას, როდესაც ფაშისტური კანონების გამო ლგბტქ აქტივისტებისა და ხილვადი ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს – რაც მათ აიძულებს, იცხოვრონ საკუთარი ოჯახების, ნათესავების, მეგობრებისა და საკუთარი სახელმწიფოს გარეშე. “ოჯახების დაცვის” მიზნით მიღებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით “ქართული ოცნება” ცდილობს მიჩქმალოს ოჯახების რეალური გამოწვევები – გაჭიანურებული სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მზარდი მიგრაცია – რაც არათუ განამტკიცებს, არამედ შეუქცევლად აზიანებს ჩვენი ოჯახების სტრუქტურას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, ამ პოლიტიკის გაგრძელებაა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა. მაშინ, როცა სინამდვილეში ეს დღე საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული ჯგუფის, ლგბტქ+ თემის სოლიდარობის დღეა.
“დღე, რომელიც ემსახურება ლგბტქ ადამიანების უფლებების ხილვადობას მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და გმობს ძალადობას, საქართველოში 2014 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღით” ჩანაცვლდა. 2024 წელს კი “ქართულმა ოცნებამ” 17 მაისი ოფიციალურად უქმედ და ის თბილისსა და რეგიონებში საზეიმო, ხალხმრავალი მსვლელობებით აღინიშნა.
მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა