SJC მოუწოდებს მთავრობას, შეაჩეროს ამ კვირაში და ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებას განცხადებით ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან.
ცენტრში აცხადებენ, რომ დღევანდელი გამოსახლება ბოლო წლებში სამართალდამცავების მხრიდან გამორჩეული სისასტიკით და ძალის გამოყენებით გამოირჩეოდა. ამასთან, SJC-ში აღნიშნავენ, რომ გამოსახლების პროცესში გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყოები და შედუღებული სახლის კარი ამ გზით გახსნეს. ამასთან, ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და დაკავებული აქტივისტების ნაწილს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.