არქივი17 აპრილი, 2025, 01:09
SJC: აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან საიდოგივი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
"დღეს, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, მათივე განცხადებით, 17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარადგენენ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.