არქივი16 ნოემბერი 2023, 14:25
SAP Discovery Day - საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდის მასშტაბური ღონისძიება Soft Motion-ის მხარდაჭერით გაიმართა
თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება SAP Discovery Day გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, გერმანული კომპანიის SAP-ისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ბიზნესისთვის გამოცდილებების გაზიარება.
ღონისძიების მხარდამჭერი და მთავარი წარმდგენი Soft Motion საქართველოში SAP-ის ოქროს პარტნიორია. Soft Motion-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში SAP-ის პროდუქტების ეფექტიანობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.